1794298348
უცხოეთი
მოჰსენ რეზაი აშშ-ის მთავრობას: დადგა დრო, ირანის შვიდ პირობას დათანხმდეთ და დანებდეთ
„ირანთან ომმა აშშ-ის მთავრობას მძიმე ზიანი მიაყენა, თუმცა ვაშინგტონი კვლავ ისე იბრძვის, როგორც სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშე“, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
„შეწყვიტეთ არარსებული მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. შეწყვიტეთ დასავლეთ აზიაში ახალი წესრიგის არსებობის უარყოფა. დადგა დრო, ირანის შვიდ პირობას დათანხმდეთ და დანებდეთ“, - აცხადებს ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი.