მინესოტას შტატში წარმომადგენელთა პალატის წევრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია - CNN

მინესოტას შტატში სროლას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორთმანი და მისი მეუღლე ემსხვერპლნენ. მძიმედ დაიჭრნენ სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე. მათ გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ. დანაშაულში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. ინფორმაციაზე CNN გვიყვება.
როგორც მედია საშუალებიდან ვიგებთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 57 წლის ვანს ბოლთერია. ის კანონმდებლებს თავს მაშინ დაესხა, როდესაც ორივე მათგანი საკუთარ სახლებში იმყოფებოდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ეჭვმიტანილი მიიმალა. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯილდო - 50 000 დოლარი დააწესა.
თავდამსხმელის ავტომობილში აღმოჩენილია პოტენციური სამიზნეების 70-კაციანი სია და თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული კავშირი „აბორტების და ოჯახის დაგეგმვის შესახებ“ კანონპროექტთან.
ეჭვმიტანილის ახლობელი მედიასთან აცხადებს, რომ თავდამსხმელი რესპუბლიკელთა მხარდამჭერია და აბორტების აკრძალვას ემხრობა.
გუბერნატორმა ტიმ უოლცმა შემთხვევას „პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა“ უწოდა. „აბსოლუტურ საშინელებად“ მოიხსენია მომხდარი პრეზიდენტმა ტრამპმა.