მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს
მინეაპოლისში სამართალდამცველებმა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
დემონსტრანტები მინეაპოლისში ფედერალურ შენობასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები საიმიგრაციო სამსახურის აგენტის მიერ ავტომობილში მყოფი ქალის მკვლელობას აპროტესტებდნენ.
როგორც CNN წერს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მანქანებზე ფეხების დარტყმა დაიწყეს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კაშ პატელმა განაცხადა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) 100 000 დოლარამდე ჯილდოს აწესებს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ეხება ბიუროს კუთვნილი რამდენიმე ავტომობილის ვანდალიზმს, მათში შეჭრასა და ნივთების მოპარვას.
„თქვენ თუ ზიანს მიაყენებთ სამართალდამცველებს ან გაანადგურებთ/მოიპარავთ ფედერალურ საკუთრებას, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დაუყოვნებლივ დაიწყებს დევნას, გიპოვით და კანონის სრული სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს“, – წერს კეშ პატელი.
მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მინესოტაში თუ ვითარება კიდევ უფრო თუ გამწვავდება, „ამბოხების აქტს“ აამოქმედებს. „ამბოხების აქტი“ არის კანონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს შტატების ტერიტორიაზე სამხედრო ძალების განლაგების უფლებამოსილებას აძლევს.