Loading data...
მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც BBC წერს, მომხდართან დაკავშირებით მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი თეთრ სახლს ესაუბრა.

„მე ახლახან ვესაუბრე თეთრ სახლს ფედერალური აგენტების მიერ დღეს დილით მომხდარი კიდევ ერთი საშინელი სროლის შემდეგ. მინესოტაში ეს მოხდა. ეს საშინელებაა. პრეზიდენტმა უნდა დაასრულოს ეს ოპერაცია. გაიყვანოს ათასობით მოძალადე, გაუწვრთნელი ოფიცერი მინესოტიდან, ახლავე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.