1766846056
უცხოეთი
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას - მოკლე დროში, ის ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა“ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასის შეთანხმებაზე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ჩარევით, აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრულია.
„მოკლე დროში, საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შეთანხმდა ბაზრის პირობების სრული შესაბამისობის ტარიფი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.