მიხაილო ფედოროვი: ვფიქრობ, დადგა გარდამტეხი მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ტრაექტორიას, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენ ნელ-ნელა ვმარცხდებით
„უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.
ფედოროვმა, ახალგაზრდა რეფორმატორმა, რომლის გასულ თვეს თანამდებობიდან გათავისუფლებასაც კვირების განმავლობაში პროტესტი მოჰყვა, განაცხადა, რომ უკრაინას არ გააჩნია საერთო ხედვა, თუ როგორ გაიმარჯვოს კონფლიქტში და რომ ქვეყანას ინოვაციების ნაკლებობა აფერხებს.
ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებას ასევე აფერხებს სიღრმისეულად ფესვგადგმული კორუფცია, მფარველობითი ქსელები და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაკლებობა.
„მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით“, - განაცხადა ფედოროვმა, რაც მკვეთრად განსხვავდება კიევის ოფიციალური რიტორიკისგან.
მისივე თქმით, უკრაინას კვლავ აქვს „ყველა შანსი“ გამარჯვებისთვის, თუმცა სასწრაფოდ სჭირდება ომის დასრულების გეგმა.