1783406899
უცხოეთი
მიხაილ გალუზინი: ბალტიის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობით, ცეცხლს ეთამაშებიან
ბალტიის ქვეყნები ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც თავიანთი ტერიტორიების რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის გამოყენების შესაძლებლობას იძლევიან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„ნატოსა და ევროკავშირის დისციპლინისადმი დამორჩილებით და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისთვის საკუთარი ტერიტორიის დათმობით, ბალტიის ქვეყნები ცეცხლს ეთამაშებიან. მათ ეს ძალიან კარგად იციან“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.