Loading data...
მიჩიგანის შტატში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

აშშ-ის ქალაქ ტრავერს-სითიში, მიჩიგანის შტატში, კაცი Walmart-ის სუპერმარკეტში ხალხს დანით დაესხა თავს. დაშავდა, სულ მცირე, 11 ადამიანი.

გრანდ ტრავერსის ოლქის შერიფმა მაიკლ შეამ განაცხადა, რომ 42 წლის ბრალდებულ, მიჩიგანის შტატის მკვიდრია და დაკავებულია. როგორც ჩანს, მას თანამზრახველები არ ჰყოლია.

შერიფმა, ასევე, განაცხადა, რომ სამ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დანარჩენების მდგომარეობა ჯერ უცნობია.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.