მიანმარის სამხედრო იერიშებს რაკჰაინისა და კაიას შტატებში 49 ადამიანი ემსხვერპლა
„მიანმარის სამხედრო ძალების მიერ, აჯანყებულთა კონტროლირებად ტერიტორიებზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90-ზე მეტი დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივებისა და საჯარო პირების განცხადებების საფუძველზე ავრცელებს.
დასავლეთით მდებარე რაკჰაინის შტატში საჰაერო დადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების, „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი – 19:50 საათზე.
შეგახსენებთ, არეულობაა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედროები 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა და 3.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახადა.