„მეუღლე უკიდურესად ცუდად ეპყრობა და ის მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმის შემდეგ გონს ჯერ არ მოსულა“ - ტრამპი მაკრონზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, აღდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნატოს მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში არასაკმარისი მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.
დონალდ ტრამპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ნატოს წევრი ქვეყნებისგან, მაგალითად, საფრანგეთისგან დახმარება ითხოვა, მათი წვლილი მინიმალური იყო.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი მოიხსენია ადამიანად, რომელსაც მეუღლე „უკიდურესად ცუდად ეპყრობა“ და ის „მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმის შემდეგ გონს ჯერ არ მოსულა“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არაფერში სჭირდებოდა, თუმცა დახმარება იმიტომ ითხოვა, ენახა, რას იზამდნენ.
„ვურეკავ საფრანგეთს, მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა და ვეუბნები: „ემანუელ, ძალიან გვინდა დახმარება სპარსეთის ყურეში, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდებს ვამყარებთ, ცუდ ხალხს ვანეიტრალებთ და ბალისტიკური რაკეტებს ვანადგურებთ. ძალიან გვინდა თქვენი დახმარება, შეგიძლიათ, გემები დაუყოვნებლივ გამოაგზავნოთ?“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არა, არა, ამას ვერ გავაკეთებთ. ამის გაკეთება ომის დასრულების შემდეგ შეგვიძლია. მე კი ვუთხარი: ომის დასრულების შემდეგ არ მჭირდება, ემანუელ“.