Loading data...
მეცნიერებმა ყველაზე უსაფრთხო ალკოჰოლური სასმელი დაასახელეს

მეცნიერული კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ყველაზე უსაფრთხო ალკოჰოლური სასმელი ღვინოა. ღვინის მოყვარულებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების ალბათობა 21%-ით ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანთა შორის, ვინც სპირტიან სასმელებს საერთოდ არ მოიხმარს, ამის შესახებ aol.com იუწყება.

რაც შეეხება ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების მოყვარულებს, აქ ლეტალური შედეგის საფრთხე 9%-ით მაღალია, ვიდრე არამსმელ ადამიანებს შორის. 

კვლევების ავტორები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ღვინის სასარგებლო თვისებები არა მხოლოდ თავად სასმელს, არამედ იმ საკვებსაც უკავშირდება, რასაც ღვინის მოყვარულები მას აყოლებენ. ესენია ყველი, ხორცი, ბოსტნეული და ხილი. ღვინის მოყვარულ ადამიანებში სტრესი უფრო იშვიათია და ისინი აქტიურ ცხოვრებას ეწევიან.
ღვინო, განსაკუთრებით წითელი ღვინო, კოქტეილებზე და ლუდზე ნაკლებ შაქარს შეიცავს. ის ხელს უწყობს სტრესის დონის შემცირებას და სისხლძარღვების ტონუსის შენარჩუნებას. ამასთანავე, ექიმები ამბობენ, რომ ღვინის მოხმარება ზომიერ ფარგლებში უნდა იყოს, მისი ზედმეტი მოხმარების შემთხვევაში ღვინო ასევე მავნებელი ხდება.