1789399112
უცხოეთი
მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ და დანია არქტიკის რეგიონსა და გრენლანდიასთან დაკავშირებით წინსვლის გზას მშვიდობიანად გამონახავენ
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ და დანია არქტიკის რეგიონთან, მათ შორის დანიის თვითმმართველ ტერიტორიასთან - გრენლანდიასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას გამონახავენ.
„საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ გამოსავალს ვიპოვით და ვფიქრობ, უკვე ვხედავთ გარკვეულ, ძალიან მკაფიო ნიშნებსა და სიგნალებს... იმედი მაქვს, რომ წინსვლის გზას მშვიდობიანად ვიპოვით“, — განაცხადა ფრედერიქსენმა ჩრდილოეთ ფინეთში ევროკავშირის ლიდერებისა და ოფიციალური პირების შეხვედრის შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წელს არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლი დაამყაროს. მისი თქმით, ნატოს წევრი დანია კუნძულს სათანადოდ ვერ იცავს.