Loading data...
მელანია ტრამპი: ოლეშკიდან თითქმის 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიდან თითქმის 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

როგორც მან აღნიშნა, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.

„მისია წარმატებული აღმოჩნდა. რეგიონს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიეწოდა, ხოლო თითქმის 800 ადამიანი ევაკუირებულია. ამერიკის სახელით მივესალმები რუსეთისა და უკრაინის ლიდერობასა და თანამშრომლობას ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ოლეშკიში განვითარებული მოვლენები ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მშვიდობას საფუძველს ჩაუყრის“, - დაწერა აშშ-ის პირველმა ლედიმ. 

მან გაიხსენა, რომ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 2026 წლის 27 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე იყო ძალაში.