1768891425
უცხოეთი
„მეგობარო, არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“ - ტრამპი სოციალურ ქსელში მაკრონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს აქვეყნებს.
ემანუელ მაკრონი პირად შეტყობინებაში აშშ-ის პრეზიდენტს ხუთშაბათს, პარიზში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
„მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით. მოდი, გავაკეთოთ დიდებული საქმეები: 1.შემიძლია, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა დავაორგანიზო პარიზში, ხუთშაბათს, დავოსის შემდეგ. შემიძლია, მოვიწვიო უკრაინელები, დანიელები, სირიელები და პარალელურად, რუსები. 2. მოდით, ხუთშაბათს გვქონდეს ვახშამი ერთად პარიზში, ვიდრე აშშ-ში დაბრუნდებით“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს.