Loading data...
მედვედევმა რუსეთის ბირთვულ წყალქვეშა აპარატს - „პოსეიდონს“ „განკითხვის დღის იარაღი“ უწოდა და ბელგიას გაქრობით დაემუქრა

„რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა „რუსეთის ყველა მეგობარს“ უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდა „მიულოცა“, - აღნიშნულის შესახებ Moscowtimes-ი წერს. 

როგორც მედვედევმა პლატფორმა X-ზე აღნიშნა, „პოსეიდონი“ ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს განკითხვის დღის იარაღად“.

როგორც  Moscowtimes-ი აღნიშნავს, მედვედევის განცხადებას თან ახლა ელვის და ადამიანის თავის ქალის ე.წ. სიცილაკი. მედვედევმა ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი იგულისხმა, რომელმაც თქვა, რომ „თუ მოსკოვი ბრიუსელს თავს დაესხმება, ნატოს წევრი სახელმწიფოები მოსკოვს მიწასთან გაასწორებენ“. 

X-ის მომხმარებლის კომენტარის საპასუხოდ მედვედევმა აღნიშნა, რომ „ბელგია გაქრება“, თუ რუსეთი „პოსეიდონს“ მის სანაპიროსთან გამოცდის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს რუსეთში უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდა ჩატარდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორი აქვს. 

„გუშინ ჩვენ კიდევ ერთი პერსპექტიული კომპლექსის, წყალქვეშა უპილოტო დანადგარის, „პოსეიდონის“ გამოცდა ჩავატარეთ. მასაც ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი გააჩნია. პირველად ის არა მარტო წყალქვეშა ნავიდან გავუშვით, არამედ ატომური ენერგეტიკული დანადგარი ავამუშავეთ, რომლითაც აპარატმა გარკვეული მანძილი დაფარა“, - განაცხადა პუტინმა.