Loading data...
მედვედევი: თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში ომის რეალობის აღიარებაზე უარს იტყვის, ადგილზე ახალ რეალობას დაინახავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა კომენტარი გააკეთა დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ ინფორმაციაზე და განაცხადა, რომ თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში ომის რეალობის აღიარებაზე უარს იტყვის, ადგილზე ახალ რეალობას დაინახავს.

„ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ. ისინი, ვისაც მოლაპარაკებებში ომის რეალობის აღიარება არ სურს, ადგილზე ახალ რეალობას დაინახავენ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს დნეპროპეტროვსკის რეგიონში“, - დაწერა მან თავის Telegram არხზე.