მედვედევი: მშვიდობისმყოფელი ტრამპი სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას, ახლა ეს მისი კონფლიქტია და არა ბაიდენის, „მოხუცი მარაზმატიკის“

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მოწინააღმდეგეა და, რომ მშვიდობისმყოფელი ტრამპი სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას.
„ტრამპის მიერ ბუდაპეშტის სამიტის გაუქმება. შეერთებული შტატების მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები. კიდევ რა? იქნება თუ არა ახალი იარაღი, ყბადაღებული „ტომაჰავკის“ გარდა?
თუ მრავალრიცხოვან კომენტატორებს შორის ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზიები, აგერ, მიიღეთ. შეერთებული შტატები ჩვენი მოწინააღმდეგეა და მათი მოლაპარაკე მშვიდობისმყოფელი სრულად დაადგა რუსეთის წინააღმდეგ საომარ გზას.
დიახ, ის ყოველთვის აქტიურად არ იბრძვის ბანდერას კიევის მხარეს, მაგრამ ახლა ეს მისი კონფლიქტია და არა მოხუცი მარაზმატიკის ბაიდენის. ისინი, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ მასზე კონგრესში ზეწოლა არ შეიძლებოდა და ა.შ. ეს არ ცვლის მთავარ აზრს: მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ საომარი აქტია. ახლა კი ტრამპი სრულად შეუერთდა შეშლილ ევროპას“, - წერს მედვედევი.