Loading data...
მედინსკი აცხადებს, რომ პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრისთვის აუცილებელია შეთანხმების პირობების შემუშავება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრისთვის აუცილებელია შეთანხმების პირობების შემუშავება, ეს შეხვედრა სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული და შემდეგ მას აზრი ექნება. ამის შესახებ სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა

„იმისათვის, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, აუცილებელია, პირველ რიგში, შეთანხმების პირობების შემუშავება და იმის გაგება, თუ რა უნდა განიხილებოდეს ამ შეხვედრაზე. სინამდვილეში, ამ შეხვედრაზე არ არის აუცილებელი შეთანხმების განხილვა, არამედ წერტილის დასმა, ხელმოწერა; როგორც ვამბობთ, დასასრული საქმის გვირგვინია“, - განუცხადა მედინსკიმ ჟურნალისტებს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

„შეხვედრას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნულიდან, ხელახლა განვიხილოთ, აზრი არ აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა მედინსკიმ.