1792269833
უცხოეთი
მედიის ცნობით, საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ყუმბარის აფეთქების შედეგად კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაკარგა ხელი
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ყუმბარის აფეთქების შედეგად კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაკარგა ხელი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია ქალაქის მერზე რეგის ჟუანიკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა საფრანგეთის აღმოსავლეთ ცენტრალურ ქალაქ სენტ-ეტიენში მოხდა.
„ახალგაზრდა კაცს ყუმბარის აფეთქების შედეგად ხელი მოსწყდა“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
სენტ-ეტიენის მერმა დაშავებულსა და მის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.