1772549959
უცხოეთი
მედიის ცნობით, ისრაელი ელის, რომ საუდის არაბეთი ირანზე საჰაერო დარტყმებს „მალე“ დაიწყებს
ისრაელის ოფიციალური პირები ელიან, რომ საუდის არაბეთი ირანზე დარტყმებს მალე განახორციელებს, - ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ებრაულ გამოცემა Haaretz-ს განუცხადა, წერს Deutsche Welle.
ირანი აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების პასუხად სპარსეთის ყურის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე ავიაიერიშებს ახორციელებს.
2 მარტს ირანულმა დრონებმა ერ-რიადში აშშ-ის საელჩოს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ საუდის არაბეთი გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ირანს მალევე უპასუხებს“, - განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.