„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს შემდეგი კითხვით მიმართა: „თქვენ დიდი ხანია, ამბობთ, რომ ეს ომი არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ასევე, რასაც ადრე ამბობდით და რაც სიმართლე აღმოჩნდა, არის ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მედიის დიდ ნაწილთან ერთად ტყუოდა ომში დაღუპული უკრაინელების რაოდენობის შესახებ. ახლა კი ვხედავთ, რომ მათ ახალგაზრდა კაცების დეფიციტი აქვთ. ვრცელდება საშინელი ვიდეოები უკრაინიდან, სადაც მათ ქუჩებიდან იტაცებენ, ხოლო მათ დედებსა და ცოლებს მიწაზე აგდებენ და წიწაკის სპრეის ასხამენ, სანამ მათ საყვარელ ადამიანებს იტაცებენ. მაინტერესებს, გინახავთ ეს ვიდეოები? რადგან ტრადიციული მედია ამასაც არ აშუქებს და თუ არ გინახავთ, შემიძლია გადავუგზავნო სტივენ ჩენგს, ან თქვენი გუნდის სხვა წევრს, რომ გაჩვენოთ?“
ტრამპმა უპასუხა: „მე მათ გამოვაქვეყნებ. თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია. იცით, ეს არის ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო. 2020 წლის არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ, ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა“.
Reporter: On Ukraine, people are being kidnapped on the streets. Have you seen those videos? If you haven’t seen them, can I send them to your staff?
— Clash Report (@clashreport) September 2, 2026
Trump: Show them, and I will put them out. I know about the videos. I heard about it very strongly. pic.twitter.com/YPfJF8e7Up