1779084373
უცხოეთი
„მე აქ ურთიერთობების დასამყარებლად, მოსასმენად და სასწავლად ვარ“ - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში ჩავიდა
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი გრენლანდიაში, ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში ჩავიდა.
ჯეფ ლენდრი ნუუკში ჩავიდა სადაც ადგილობრივებს შეხვდება და მათ ტრამპის გზავნის გააცნობს.
„ტრამპთან გვიან ვისაუბრე და მითხრა: „წადი იქ და რაც შეიძლება მეტი მეგობარი შეიძინე“. მე აქ ვარ, რომ მოვისმინო და ვისწავლო“, - განაცხადა ლენდრიმ.
ჟურნალისტებმა ლენდრისს ჰკითხეს, არის თუ არა მისი ვიზიტი დაკავშირებული ტრამპის გეგმასთან კვლავ შეიერთოს გრენლანდია, რაც მან უარყო.
„მე აქ უბრალოდ ურთიერთობების დასამყარებლად, მოსასმენად და სასწავლად ვარ, ასევე იმის სანახავად, არსებობს თუ არა შესაძლებლობა გაფართოვდეს ურთიერთობები აშშ-ს, გრენლანდიასა და დანიას შორის. ეს ფანტასტიკური დღეა“, - აღნიშნა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.