Loading data...
„მათ ფული უფრო ადრე ამოეწურებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი“ - ორბანმა კიევი ენერგომომარაგების შეზღუდვით ბუდაპეშტზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მილსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებულ დავაში დაამარცხებს.

ორბანმა კიევი ენერგომომარაგების შეზღუდვით ბუდაპეშტზე ზეწოლის მცდელობაში დაადანაშაულა.

„საბოლოოდ, მათ ფული უფრო ადრე ამოეწურებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი. ამ საკითხში მათ დავამარცხებთ. ბოდიშს არც ველოდები, საკმარისია მილსადენის გახსნა“, - აცხადებს უნგრეთის პრემიერი.