Loading data...
მასუდ ფეზეშკიანი: ვაშინგტონის მცდელობები, ირანი იზოლაციაში მოექცია, წარუმატებელი აღმოჩნდა

ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშკიანის განცხადებით, შეერთებული შტატები თანდათან მუხლებზე იჩოქებს, რადგან ვაშინგტონის მცდელობები ირანზე ზეწოლა მოეხდინა და ქვეყანა იზოლაციაში მოექცია - წარუმატებელი აღმოჩნდა.

„შეერთებულმა შტატებმა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაჩოქება სცადა, მაგრამ თანდათანობით, ისინი თავად დგებიან მუხლებზე“, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი. 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ირანის დიპლომატიური ძალისხმევა კონფლიქტისა და მუქარის მიუხედავად ძალიან აქტიურია და დასძინა, რომ ვაშინგტონის მცდელობები თეირანის იზოლირების შესახებ უშედეგო აღმოჩნდა.