მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ოფიციალურ პირებს უბრძანა, ქვეყანაში „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობა დაასრულონ
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ ოფიციალურ პირებს უბრძანა, ქვეყანაში „არც ომის და არც მშვიდობის“ შუალედური მდგომარეობა დაასრულონ.
როგორც ფეშეკიანი აცხადებს, ირანს შეუძლია შეთანხმების მიღწევა ღირსეულად გამართული მოლაპარაკებების გზით.
„უზენაესმა ლიდერმა გვიბრძანა, რომ დავასრულოთ „არც ომის და არც მშვიდობის“ სიტუაცია. ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ღირსეულად მივიყვანოთ საქმე ბოლომდე“, - აღნიშნავს ირანის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ირანმა საკუთარი ხედვა უნდა შეცვალოს და განვითარებაზე იფიქროს.
„მე დღეს აქ ვარ და მაქვს პასუხისმგებლობა, ვემსახურო ქვეყანას და მის ხალხს. მიუღებელია, რომ ხალხი იტანჯება ქვეყნის უხვი რესურსების მიუხედავად. მე არ შემიძლია, შევეგუო იმას, რომ ქვეყანაში ვინმე მშიერი იძინებს“, - აცხადებს ფეზეკიანი.
პეზეშკიანის თქმით, ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის ღირსებისა და რწმენის დასაცავად ყველაფერი გაიღეს, დაფასებას იმსახურებენ.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, უგულებელვყოთ ან გავანადგუროთ მომავალი“, - დასძინა ირანის პრეზიდენტმა.