Loading data...
მასუდ პეზეშკიანი რუკიდან ირანის წაშლის შესახებ ტრამპის განცხადებაზე - მუქარა ჩვენს ერთიანობას აძლიერებს

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. 

X-ზე გაკეთებულ განცხადებაში ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მუქარა „სასოწარკვეთილებას“ აჩვენებს. 

„ირანის რუკიდან წაშლის ილუზია აჩვენებს სასოწარკვეთილებას იმ ერის წინაშე, რომელსაც ისტორიის შექმნა შეუძლია. მუქარა და ტერორი ჩვენს ერთიანობას მხოლოდ აძლიერებს“, – წერს პეზეშკიანი.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა ქვეყნისთვის, მათ გარდა, ვინც ირანის სუვერენიტეტს არღვევს.

როგორც ფეზეშკიანი აცხადებს, ირანი მზადაა, მკაცრი პასუხი გასცეს ნებისმიერ საფრთხეს. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ირანი რუკიდან წაშალა“ და არანაირ შეთანხმებას არ დადებს.