1767105631
უცხოეთი
მასუდ პეზეშკიანი: ირანის პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე მკაცრი იქნება
ირანის პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე მკაცრი იქნება, - წერს ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ ქსელ X-ზე.
პეზეშკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ისრაელის თავდასხმას ირანზე, თუ ეს უკანასკნელი ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს გააგრძელებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე მკაცრი და სამწუხარო იქნება“, - წერს პეზეშკიანი.
پاسخ جمهوری اسلامی ایران به هر تجاوز ستمکارانهای، سخت و پشیمان کننده خواهد بود.
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) December 30, 2025