1767039001
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ისრაელის თავდასხმას ირანზე, თუ ის გააგრძელებს ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ისრაელის თავდასხმას ირანზე, თუ ირანი რაკეტების გამოყენებას გააგრძელებს.
როგორც ტრამპი აცხადებს, თუ ისინი გააგრძელებენ ბირთვულ პროგრამას, ის მხარს დაუჭერს „სწრაფ“ თავდასხმას.
თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ ის „რეჟიმის დამხობაზე არ ისაუბრებს“.
„ირანში ბევრი პრობლემა აქვთ, უზარმაზარი ინფლაცია აქვთ. მათი ეკონომიკა კრახშია და მათი ხალხი უკმაყოფილოა. ისინი კლავენ ხალხს. ბოროტი ხალხია“, - აცხადებს ტრამპი.