Loading data...
მასუდ პეზეშკიანი: ირანელები ძალას არ ემორჩილებიან

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აშშ-ის მთავრობის მიმართ „ღრმა ისტორიულ უნდობლობას“ ინარჩუნებს და გააკრიტიკა ამერიკელი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებული „არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები“.

„ვალდებულებების შესრულება შინაარსიანი დიალოგის საფუძველია. ირანში აშშ-ის მთავრობის ქმედებების მიმართ ღრმა ისტორიული უნდობლობა კვლავ არსებობს, ხოლო ამერიკელი მაღალჩინოსნების არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები მწარე გზავნილს შეიცავს; ისინი ირანის დანებებას ითხოვენ. ირანელები ძალას არ ემორჩილებიან“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.