Loading data...
მასშტაბური იერიში ოდესაზე - დაშავებული ადამიანების რიცხვი 20-ს აჭარბებს

რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. აცხადებს ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი

„დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი, მაღაზია და სამშენებლო მოედანი. დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 14-ს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, რომლებსაც ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება“, - აცხადებს ლისაკი. 

ოდესაზე იერიშთან დაკავშირებით რუსულ მხარეს ამ ეტაპზე განცხადება არ გაუკეთებია.