Loading data...
მასშტაბური ბლექაუთი ევროპაში, მადრიდში და ლისაბონში მეტრო გაითიშა

ევროპის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში დენის მიწოდება შეწყდა. მასშტაბური ბლექაუთი მილიონობით ადამიანს შეეხო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ მუშაობს მეტრო, აეროპორტი, გაჩერებულია მატარებლები. საავადმყოფოებს დენი სარეზერვო გენერატორებიდან მიეწოდება. ქალაქებში გათიშულია შუქნიშნები და ბანკომატები.

სოციალურ ქსელებში წერენ, რომ არ მუშაობს ინტერნეტი. ქალაქებში პანიკაა. წინასწარი ვერსიით, ბლექაუთი კიბერშეტევამ გამოიწვია.

ესპანური ენერგეტიკული კომპანიის, Red Electrica-ს ცნობით, დენის მიწოდების აღდგენა 6-10 საათის შემდეგ გახდება შესაძლებელი. კომპანიაში მასშტაბური შეფერხების მიზეზებს ჯერჯერობით არ ასახელებენ.