Loading data...
სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს: თანამშრომლობის უპრეცედენტო აქტივობა გვქონდა, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული

„მოხარული ვარ გიმასპინძლოთ თქვენ და თქვენს დელეგაციას სომხეთში. ბოლო დროს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან აქტიურია და ძალიან მრავალშრიანია. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი მოძმე ერის ქრისტიანული ღირებულებებისა და მომავლის ხედვაზე“, - ასე მიმართა ბრიფინგზე სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს.

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში. 

„გრძელდება სხვადასხვა შეხვედრები მაღალ დონეზე, ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურაში. გასულ წლებში თანამშრომლობის უპრეცედენტო აქტივობა გვქონდა, სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციამ საფუძველი შეუქმნა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის განცხადება, რაც სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. საქართველო-სომხეთის ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ვითარდება. 

დღეს ჩემს კოლეგასთან ერთად შევეხეთ სომხეთ-საქართველოს დღის წესრიგის მრავალ თემას, პოლიტიკურ, ეკონომიკის, სპორტის, ახალგაზრდობის თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს.

დღეს ასევე განვიხილეთ რეგიონული სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხი. სომხეთი მტკიცედ დგას და გააგრძელებს თავის საქმეს. სწორედ ამისადმი მიმართულს. მინდა ხაზი გავუსვა რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის ხელმოსაწერად. ჩვენ ვიმედოვნებთ შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას. 

პატივცემულო პრეზიდენტო სომხეთი ძალიან აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში. მშვიდობის, კეთილდღეობისკენ მიმართულ ძალისხმევას. მივესალმებით ორმხრივ, სამმხრივი პლატფორმის შექმნის თქვენს ინიციატივას და თქვენს როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. 

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მთელ რიგ საერთაშორისო საკითხებზე. მინდა გამოვთქვა სურვილი და მზადყოფნა რომ საქართველო და სომხეთი ქვეყნების სასარგებლოდ ძმობას, მეგობრობას და ურთიერთთანამშრომლობას“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.