Loading data...
მასშტაბური ავარია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

არაბთა გაერთიანებული საამიროების შს სამინისტრომ განაცხადა, რომ ფუჯაირას საამიროში მომხდარ მასშტაბურ ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.

ფუჯაირას პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. სატვირთო მანქანა სხვა ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ გადაბრუნდა და რამდენიმე მანქანას შეეჯახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ხანძარი თავდაპირველად სატვირთო მანქანაში გაჩნდა და რამდენიმე დაზიანებულ ავტომობილზე გავრცელდა.

შეჯახებაში სულ 23 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, მათ შორის 18 მსუბუქი ავტომობილი და 5 სატვირთო მანქანა. 

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულთაგან 15 საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო 15 კვლავ მკურნალობის კურსს გადის.