Loading data...
„მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი“ - ტრამპმა მერცი ირანთან დაკავშირებული პოზიციის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გააკრიტიკა მისი განცხადებების გამო, რომ ბერლინი აშშ-ის ირანთან ომს თავის ომად არ მიიჩნევს.

კერძოდ, გერმანიის კანცლერმა განაცხადა: „ეს ომი ჩვენი არ არის“.

„როდესაც გერმანიის მეთაურისგან გავიგე, რომ „ეს ჩვენი ომი არ არის ირანთან“, მე ვუპასუხე: მაშინ არც უკრაინაა ჩვენი ომი. ჩვენ დავეხმარეთ, მაგრამ უკრაინა ჩვენი ომი არ არის. ვფიქრობ, ეს ძალიან უადგილო განცხადება იყო, მაგრამ მან ეს მაინც თქვა. ამას უკან ვერ წაიღებ. ის ასე ფიქრობდა“, - აღნიშნა მან.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის „უზარმაზარი სიძულვილი“ არსებობს.

ამავდროულად, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს შანსი, დაასრულოს ეს ომი.

„ვფიქრობ, სიტუაცია ოდნავ მშვიდდება და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების შანსი გვაქვს. “, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.