1779976967
უცხოეთი
მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებით, ბრიუსელმა უკრაინის სასარგებლოდ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
მარტა კოსი აცხადებს, რომ ბლოკის დაჩქარებული წესით გაფართოების დროა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად შეთანხმდნენ ახალი წევრების მიღების განსხვავებულ პროცედურაზე.
ევროკომისრის თქმით, უკრაინისთვის ე.წ. ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება ერთ-ერთი იდეაა.
კოსმა აღნიშნა, რომ ლიდერები დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპთან ერთად, განიხილავენ ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესსაც.
ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის გაფართოება ახლა ბლოკის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.