მარკო რუბიოს განცხადებით, USAID-ი 1-ელი ივლისიდან საგარეო დახმარების განხორციელებას ოფიციალურად შეწყვეტს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, USAID-ი 1-ელი ივლისიდან საგარეო დახმარების განხორციელებას ოფიციალურად შეწყვეტს.
„საგარეო დახმარების პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ეს უზრუნველყოფს მეტ ანგარიშვალდებულებას, სტრატეგიასა და ეფექტურობას.
ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმის აღიარებისთვის, რომ ამერიკის დიდი ხნის ერთგულება ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვარგარეთ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუბიომ აღნიშნა, დახმარების მიმღებებმა უნდა იცოდნენ, რომ მათთვის გაწეული დახმარება უცნობი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაღებული შემოწირულება კი არა, ამერიკელი ხალხის ინვესტიციაა.
„ამერიკელებმა არ უნდა გადაიხადონ გადასახადები შორეულ ქვეყნებში წარუმატებელი მთავრობების დასაფინანსებლად. მომავალში ჩვენი დახმარება იქნება მიზნობრივი და დროში შეზღუდული“, - აცხადებს რუბიო.