1747771549
უცხოეთი
მარკო რუბიოს განცხადებით, თუ ახალი სანქციები დაწესდება, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მოლაპარაკებებზე უარი თქვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უარი თქვას მოლაპარაკებებზე, თუ ახალი სანქციები დაწესდება.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ახლა, თუ სანქციებით მუქარა დაიწყება, რუსები საუბარს შეწყვეტენ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევძლოთ მათთან საუბარი და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა“, - აცხადებს რუბიო.
ამასთან, რუბიოს განცხადებით, შესაძლოა, ახალი სანქციების დაწესების დრო დადგეს. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ იქნება დაინტერესებული სამშვიდობო შეთანხმებით.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტრამპისგან არანაირი დათმობა არ მიუღია.
შეგახსენებთ, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი 19 მაისს გაიმართა და ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა.