Loading data...
მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას არ აიძულებს

„აშშ არ აიძულებს უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

„მთელი ეს ნარატივი, რომ ჩვენ ვცდილობთ უკრაინისთვის რაღაცის თავს მოხვევას, სისულელეა. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინას ვაიძულოთ გარიგების დადება. ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთს ვაიძულოთ გარიგების დადება. მათ უნდა სურდეთ გარიგების დადება“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, 18 დეკემბერს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „სამშვიდობო შეთანხმება ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება, კარგი სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა ამჟამად არ არსებობს“.