მარკო რუბიოს არ სჯერა, რომ უკრაინა ნატოში უახლოეს მომავალში შეძლებს გაწევრიანებას - მედია
„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ის არ არის დარწმუნებული მოლაპარაკებების გზით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში. რუბიოს ასევე, არ სჯერა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებას შეძლებს“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლება წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა მედიასაშუალებასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ რუბიომ პირადად გაუზიარა თავის დასავლელ კოლეგებს თავისი ეჭვები მომდევნო თვეებში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. მან ეს განცხადება ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი მოლაპარაკებების დროს გააკეთა.
გამოცემის წყაროების ცნობით, რუბიოს პირადი შეფასება ასევე ეხებოდა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებას.
როგორც იუწყებიან, მან ეს პერსპექტივა უახლოეს მომავალში არარეალისტურად, ხოლო პუტინისთვის მიუღებლად შეაფასა.