მარკო რუბიო: უცხოური დახმარების ახალი ეპოქა გამორიცხავს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, სისტემიდან თიშავს ფულის მფლანგავი NGO-ების ინდუსტრიულ კომპლექსს და ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე აყენებს
„უცხოური დახმარების ეს ახალი ეპოქა გამორიცხავს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უცხოური დახმარების ახალ სისტემასა და USAID-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, X-ზე. მისი განცხადებით, უცხოეთისთვის განკუთვნილი დახმარების ახალ ეპოქაში, ფულის მფლანგავი არასამთავრობოები სისტემიდან მოხსნილია და პირველ ადგილზე ამერიკელი ხალხი დგას.
„უცხოური დახმარების ეს ახალი ეპოქა გამორიცხავს ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც წინა ადმინისტრაციებმა ამერიკელ ხალხს აიძულეს, სისტემიდან თიშავს ფულის მფლანგავი არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს და ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე აყენებს“, - წერს მარკო რუბიო.
This new era of foreign assistance eliminates extreme ideological projects that previous administrations forced the American people to subsidize, cuts out the wasteful NGO industrial complex, and puts the American people first. https://t.co/2S3KtxXhvX
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) December 20, 2025