Loading data...
მარკო რუბიო: ტრამპის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების მიუხედავად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომაზე გავლენას არ მოახდენს.

რუბიომ „დიდი შვიდეულის“ კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკას საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს.

მისი თქმით, ტრამპს სურს როგორც ირანთან კონფლიქტის, ისე რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაპირისპირების დასრულება, თუმცა გლობალურ ასპარეზზე შეერთებული შტატები შეინარჩუნებს მიდგომას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

„კონგრესი გარკვეულ როლს ასრულებს ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით დაფინანსებისა და ზედამხედველობის საკითხებში, თუმცა საგარეო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ყოველთვის იყო და დარჩება პრეზიდენტი“, - განაცხადა რუბიომ.