მარკო რუბიო: შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ნატოდან გასვლის გეგმები არ აქვს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანის შემთხვევები ყოველთვის იყო.
„რაც შეეხება ნატოს - შეერთებულ შტატებს ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული ნატოს მისიის ფარგლებში. და ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, ჩვენ არ ვტოვებთ ნატოს. ჩვენ არ მივდივართ“, - განაცხადა რუბიომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს შეუძლია რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გადაიყვანოს ერთი ქვეყნიდან მეორეში და დასძინა, რომ ასეთი პროცესები ყოველთვის ხდებოდა.
რუბიომ, ასევე, აღნიშნა, რომ არცერთი სახელმწიფოსთვის არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა, ვიდრე საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დაცვა.
„რაც უფრო ძლიერები არიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერები ვართ ჩვენ ყველანი ერთად“, - დააძინა სახელმწიფო მდივანმა.