Loading data...
მარკო რუბიო ნატოს გენერალურ მდივანს ესაუბრა

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს ესაუბრა“, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებზეც იმსჯელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო დეკემბერში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის მზადების პროცესს.