Loading data...
მარკო რუბიო: ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის

სხვა ქვეყნებს ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უფრო მეტ პრობლემებს გამოიწვევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ, „შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა გაართულოს“.

„ჩვენ ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ თუ თქვენ აღიარებთ, ეს ყველაფერი სიყალბეა, რეალური არც კი არის და ამით უფრო მეტ პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“, - აღნიშნა რუბიომ.