Loading data...
მარკო რუბიო: ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის მიზანი სადაზვერვო სააგენტოებს შორის კომუნიკაციის დამყარება იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ბოლოდროინდელ ვიზიტზე.

რუბიომ განაცხადა, რომ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი რუსეთთან საკომუნიკაციო არხების დამყარებისა და შემდგომი განვითარების მცდელობა იყო.

„მისი იქ ვიზიტი ძირითადად რუტინული ხასიათის იყო იმ გაგებით, რომ მისი მიზანი მხოლოდ სპეცსამსახურებს შორის საკომუნიკაციო არხების დამყარება და შემდგომი განვითარება იყო. ასეთი რამ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს კრიზისის, ან კონფლიქტის დროს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვს 25 აგვისტოს  ეწვია.