1757855545
უცხოეთი
მარკო რუბიო ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში მარკო რუბიო ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ისრაელში გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები უკმაყოფილოა კატარში „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმით, თუმცა ეს თავდასხმა ვაშინგტონის ისრაელთან მოკავშირის სტატუსს არ შეცვლის.