Loading data...
მარკო რუბიო: ირანზე უფრო მძიმე იერიშები განხორციელდება, ამას გავაკეთებთ, ვიდრე საჭირო იქნება, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდება, როდესაც ამ ოპერაციას დავასრულებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მომავალში ირანზე კიდევ უფრო მძიმე იერიშები განხორციელდება. ამის შესახებ მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ფაზა კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

„ჩვენ გვაქვს მიზნები. ამას გავაკეთებთ, ვიდრე საჭირო იქნება ამ მიზნების მისაღწევად და ჩვენ მათ მივაღწევთ. მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილი გახდება, როდესაც ამ ოპერაციას დავასრულებთ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ოპერაცია აუცილებელი იყო, რადგან დაახლოებით ერთ წელიწადში ირანს იმდენი სარაკეტო სისტემა და დრონი ექნებოდა, რომ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ თეირანის წინააღმდეგ.

„ჩვენი პირველი ამოცანა და მთავარი მიზანი არის მათი ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობებისა და მათი წარმოების ინფრასტრუქტურის განადგურება, ასევე, მათი საზღვაო ძალების მიერ გლობალური გადაზიდვებისთვის შექმნილი საფრთხის აღმოფხვრა.

თუმცა, ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ ირანელ ხალხს შეეძლება ამ მთავრობის დამხობა და ქვეყნისთვის ახალი მომავლის აშენება. ძალიან გვსურს, რომ ეს შესაძლებელი იყოს. მაგრამ ამ მისიის მიზანი მათი ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობებისა და საზღვაო ძალების განადგურებაა“, - განაცხადა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანს ასევე ჰკითხეს ირანში, ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე მიტანილ იერიშზე, სადაც 150 ადამიანი დაიღუპა. რუბიოს თქმით, შეერთებული შტატები განზრახ არ განახორციელებდა თავდასხმას სკოლაზე.