Loading data...
მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი, 23 ოქტომბერს, შესაძლოა, ერთმანეთს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, შესაძლოა, 23 ოქტომბერს, თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. 

„აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუბიო ლავროვთან შეხვედრას მომავალ ხუთშაბათს გეგმავს“, - წერს მედიასაშუალება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ლავროვისა და რუბიოს შესაძლო შეხვედრის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. 

„ლავროვსა და რუბიოს შორის შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.