Loading data...
მარკო რუბიო: აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ეს ჯერ არ მომხდარა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ გადაამისამართებს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია.

„ეს ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა რუბიომ, როდესაც იარაღის შესაძლო გადამისამართების შესახებ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით ჰკითხეს და დასძინა: „ჯერჯერობით არაფერი გადამისამართებულა, თუმცა ეს შესაძლებელია“.

„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: თუ შეერთებულ შტატებს გაუჩნდება სამხედრო საჭიროება, იქნება ეს ჩვენი მარაგების შევსება თუ აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე რომელიმე მისიის შესრულება, ჩვენი ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება“, - დასძინა რუბიომ.