მარკ რუტე: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებზეც ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ორ დონეს მოიცავს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 22 აგვისტოს, კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუტემ, ასევე, ისაუბრა თუ როგორი უნდა იყოს მომავალი უსაფრთხოების გარანტიები. მისი თქმით, ამჟამად არსებობს შეთანხმება, რომ გარანტიების ორი დონე იქნება.
„პირველ დონეზე, ფაქტობრივად, მოხდება რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადგენა, ან ორივეს კომბინაცია. ამიტომ, პირველი დონე იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურად გაძლიერება, რათა მათ ნებისმიერ სირთულეს გაუძლონ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
რუტეს თქმით, მეორე დონე არის ის, რასაც მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპა უზრუნველყოფენ.
„ჩვენ ამაზე რეალურად ვმუშაობთ. და, როგორც ყველამ ვიცით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა და მინსკის მოლაპარაკებებმაც არ გამოიწვია რეალური გარანტიები. და ჩვენი ახალი გარანტიები ასეთი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, მომავალი გარანტიები ისეთი დონის უნდა იყოს, რომ „მოსკოვში მჯდომმა ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს“.